პრემიერი: ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ

გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს ოზურგეთში “ალეგრობა” მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.
“გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი. გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!” – მიმართა პრემიერმა “ალეგრობის” დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები