გიორგი მარგველაშვილს ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სისერო მარტინს გარსიას საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები