დაშავებულმა სამხედროებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

  ქართველი სამხედრო პარაოლიმპიელები აშშ-დან საქართველოში დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დახვდნენ. მათ სამხედროებს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 13-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა პენდელტონზე გამართულ სამხედრო პარაოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ჩემპიონატში პნევმატური იარაღიდან სროლაში 244 მონაწილეს შორის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სან-დიეგოში გამართული პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველმა სამხედროებმა მშვილდისრით სროლაში, 10 კილომეტრიან მანძილზე ხელით ველორბოლაში, 30 კილომეტრიან დისტანციაზე ველოსპორტის, სირბილისა და ცურვის ტურნირებშიც იასპარეზეს.
სამხედრო პარაოლიმპიადაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული, 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები