ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მმიმართებაში 0.0038 ლარით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4052 ლარია, მაშინ როცა ერთი დოლარი 2.4014 ლარი ღირდა.
ცვლილება აისახება კომერციული ბანკების გაცვლით კურსზეც. ამ დროისთვის ერთი დოლარის ყიდვა საქართველოს ბანკში 2.46 ლარად არის შესაძლებელი, VTB ბანკში 2.45 ლარად და TBC ბანკში – 2.455 ლარად.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.7097 ლარად არის შესაძლებელი, რაც წინა მაჩვენებელზე 0.0225 ლარით მეტია.