ღვინის ეროვნული სააგენტო რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ღვინის ეროვნული სააგენტო რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 სექტემბრისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 51 ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე დაიწყებენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის 10 სექტემბრიდან შეისყიდოს ჭარბი ყურძენი დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, სადაც ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძნის გადამუშავებით დაინტერესება ნაკლებია. ამასთან, რაც შეეხება მევენახეების მხრიდან უკმაყოფილებას ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით და აქციების გამართვას, ეს პროცესები რთვლის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას. რაც შეეხება მევენახეების მხრიდან უკმაყოფილებას ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით და აქციების გამართვას, ეს პროცესები რთვლის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს. ეს კი, ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს. ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კერძო ყურძნის გამყიდველი და მყიდველი თავად თანხმდებიან ყურძნის შესასყიდ რაოდენობაზე, ხარისხსა და ფასზე.
სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მევენახეებს, ნუ აჰყვებიან პროვიოკაციებს და აგროვადების დაცვით მოახდინონ ყურძნის კრეფა.
ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წნორის ქარხანა („ტიბაანი 2000“) მზად არის მოსახლეობისგან მიიღოს ყურძენი და საამისოდ ელოდება რთვლის საკოორდინაციო შტაბის მითითებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს – უკანასკნელ წლებში აღნიშნული ქარხნის ყურძნის გადასამუშავებელი სიმძლავრეები გამოიყენებოდა ღვინის სახელმწიფო კომპანიების მიერ და წნორის კომპანია წელს რთვლის საკოორდინაციო შტაბში საერთოდ არ დარეგისტირებულა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს „ცხელ ხაზზე“: – 2 47 01 01.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები