ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა. დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3805 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ასევე 2.3805 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6545 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6495 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები