დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მსოფლიო ბანკის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.
მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა პროექტები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
საუბარი ასევე, არსებულის განვითარებასა და იმ ახალი პროექტების ინიცირებას შეეხო, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა არსებული პროექტების მიმდინარეობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დაწყებული პროექტებისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები