გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ხვალ, 8 სექტემბერს თბილისში გერმანიიდან ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს.
დელეგაცია საქართველოში “ტექნოლოგიურ ფორუმს”გამართავს. ვიზიტი “ინოვაციურ მანქანა-დანადგარებს”ეხება. ბიზნესფორუმს ქალაქ თბილისის მერი – დავით ნარმანია, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი – იოახიმ ჰეკერი და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი – საშა ტერნესი გახსნიან. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვა საქსონიის ეკონომიკური განვითარების სააგენტოს სავაჭრო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თომას რიხტერი. ფორუმზე სატრანსპორტო სფეროში, გერმანული დელეგაციის წევრ კომპანია „A+S”- სა და ქართულ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ფორუმი თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება და 13:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გერმანული დელეგაციის წევრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან B2B ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები