გიგლა აგულაშვილი “გაამწვანე საქართველოს” თავმჯდომარეს და ფონდის მდივანს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საპატრიარქოს ფონდის “გაამწვანე საქართველო” თავმჯდომარეს გიორგი სვანიძეს და ფონდის მდივანს გოჩა არონიშვილს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სანერგე მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. დაიგეგმა თურქეთში არსებული სანერგე მეურნეობების დათვალიერება და არსებული გამოცდილების გაზიარება, რომელიც შემდგომში ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ასევე დაიგეგმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოში ერთობლივი გამწვანების ღონისძიებები. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა და თურქეთის დიასპორის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები