Sony-მ 4К ეკრანით აღჭურვილი სმარტფონი წარმოადგინა

კომპანია Sony-მ პირველი სმარტფონი წარმოადგინა, რომელიც 4К კამერით არის აღჭურვილი. სმარტფონ Xperia Z5 Premium-ს ვიდეოს გადაღება ძალზე მაღალი გარჩევადობის რეჟიმში შეუძლია, რომელიც 4К სტანდარტს შეესაბამება. ამ სმარტფონზე ვიდეოს ჩვენება 14 სანტიმეტრის დიაგონალის მქონე ეკრანზეა შესაძლებელი. ყველა სმარტფონზე უახლესი კამარებია დამონტაჟებული. Apple, Samsung, Xiaomi და Huawei – ეს Sony-ის კონკურენტების არასრული ჩამონათვალია. ისინი ამჟამად უფრო ძველ ტექნოლოგიებს იყენებენ. ამასთანავე Sony-ის წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ 23-მეგაპიქსელიან სენსორს უახლოეს მომავალში მხოლოდ კომპანიის მოხმარებაში არსებულ მოწყობილობებზე გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები