ესტონელი ავსტრალიაში ფეისბუქში მიმოწერის გამო არ შეუშვეს

   ესტონელმა გოგონამ, რომელიც რამდენიმე წელი ავსტრალიაში ცხოვრობდა, კვირის დასაწყისში კვლავ გადაწყვიტა იქ ტურისტად გამგზავრება, თუმცა ის აეროპორტში დააკავეს და დაჰკითხეს.
დაკითხვის დროს მას ფეისბუქის პაროლის, საფოსტო მისამართისა და ტელეფონის ნომერი მოსთხოვეს. როდესაც პოლიციელებმა ავსტრალიის ხელმძღვანელობასთან გოგონას მიმოწერა წაიკითხეს, მისი ვიზიტი ტურისტულად არ მიიჩნიეს და მას ქვეყანა დაატოვებინეს.
ორშაბათს დღის მეორე ნახევრიდან იგი საკუთარი ხარჯებით ამჟამინდელ სამშობლოში – კანადაში გაფრინდა. გოგონა მომხდარით შოკირებული იყო.
ხოლო ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი აამიანისთვის სოციალური ქსელის პაროლის გამორთმევა და სხვისი პირადი ინფორმაციის წაკითხვის უფლება აქვს, ეს გოგონასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები