ინგა გრიგოლია: მეცოდებით, პატარა ადამიანებო…

ცხოვრება გრძელდება და ესეც გაივლის. მიჩვეული ვარ….. არახალია, – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემების დახურვის ფაქტს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ეხმაურება.

გრიგოლია მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ მას და მაყურებელს ახალ და საინტერესო პროექტს ჰპირდება.

“სანფორმაციოებს ჩავუჯექი….გადავახვიე-გადმოვახვიე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რა საყვარლები და გულიანები არიან ადამიანები და ამავე დროს, სამწუხაროდ რა ცუდებიც და გამაოგნებლად სასაცილოებიც. საბედნიეროდ, ამ უკანასკნელთა რიცხვი, რა კარგია, რომ მცირეა. დიდზე დიდი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და ალბათ, იმით თუ გადაგიხდით, რომ როცა ახალ პროექტს დავიწყებ, კიდევ უფრო საინტერესო გავაკეთო, რომ უფრო მეტად თქვენი ინტერესები ისმოდეს და უფრო ნაკლებად-პოლიტიკოსების. მიყვარხართ ყველა გულით, ჩემო კარგებო და მეცოდებით, პატარა ადამიანებო… ცხოვრება გრძელდება და ესეც გაივლის. მიჩვეული ვარ… არახალია. არავისგან არაფერი მწყინს. სამაგიეროდ, ძალიან მიხარია, რომ ამდენი კეთილი ადამიანი დამიდგა გვერდით …” , – წერს ინგა გრიგოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები