ცნობილი პოლონელი მსახიობი და მომღერალი კაროლინა ჩარნეცკა საქართველოს ეწვია (ვიდეო)

პოლონეთის ქართული დიასპორის ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს ერთკვირიანი ვიზიტით, საქართველოს ცნობილი პოლონელი მსახიობი და მომღერალი კაროლინა ჩარნეცკა ეწვია. პოლონელი ვარსკვლავი საქართველოს, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მიერ, ყოველწლიურ ღონისძიებაში – „ბათუმქალაქობა“ – მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტმა, ცნობილი მომღერლის მოწვევასთან დაკავშირებით, პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელთან, ეკატერინე ლოლაძესთან, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და შეთანხმება წარმატებით დასრულდა – ჩაიწეროს ქართულ – პოლონური დუეტი, რომლის პრეზენტაციაც, სწორედ ბათუმში, 5-6 სექტემბერს დაგეგმილ „ბათუმქალაქობისადმი“ მიძღვნილ დღესასწაულზე გაიმართება. კაროლინა ჩარნეცკა, დუეტს ჯგუფ „ფრანთან“ ერთად, თბილისში 4 სექტემბრამდე ჩაწერს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის რადიოსადგურებს მიეწოდებათ. სექტემბრის ბოლოს კი, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ჯგუფ „ფრანის“ და ცნობილი მომღერლის ერთობლივი კონცერტია დაგეგმილი, რომელსაც პოლონური ადგილობრივი მედიასაშუალებები გააშუქებენ. პოლონელ ვარსკვლავს თბილისში, სასტუმრო „ვინოტელი“ უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები