ზუგდიდში გარდაცვლილი ბიზნესმენი თვითმკვლელობამდე მევალეებმა სახლიდან გაიყვანეს

ზუგდიდში მცხოვრები ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა თვითმკვლელობამდე სახლიდან გაიყვანეს და, სავარაუდოდ, ისინი მევალეები იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა.
მისივე თქმით, რუზგენ ჩუხუას სხვადასხვა პირის ვალი, დაახლოებით 10 ათასი ლარი ჰქონდა.
ბიზნესმენი თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ამბობდა, რომ თუკი მევალეები მას სახლში მიაკითხავდნენ, სოცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში ბიზნესმენმა რუზგენ ჩუხუამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. დაჭრილი ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მას ჭრილობები გულ-მკერდის მარცხენა ზედა ნაწილში აღენიშნებოდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით, რუზგენ ჩუხუა ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს.
კლინიკის ექიმის მაია ესებუას ინფორმაციით, რუზგენ ჩუხუა სამედიცინო დაწესებულების შოკის დარბაზში დაახლოებით 11.30 წუთზე შეიყვანეს. მისი თქმით, პაციენტს ცეცხსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები მე-3 -4 ნეკნთაშუა სივრცეში აღენიშნებოდა. „ეს იყო გვამი“, – განაცხადა ექიმმა მაია ესებუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შემთხვევა ზუგდიდში დღეს დილის საათებში მოხდა. რუზგენ ჩუხუას წლების განმავლობაში საკუთარი ლომბარდი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, კი ზუგდიდის ცენტრში ფოსტის ყოფილი შენობის ნაწილი შეისყიდა. იგი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები