სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.
ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტს ხმა „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა მისცეს. მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, სხდომაზე 24 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა მხარი. ხვიჩა ჯიშკარიანი იმპიჩმენტს ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ჯიშკარიანის თქმით, მისი დევნა იმიტომ ხდება, რომ ის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კადრია.
რაც შეეხება ახალ კანდიდატს, იმპიჩმენტიდან ერთ საათში, მმართველმა გუნდმა გოჩა ლაშკარავა დაასახელა და საკრებულოს განცხადებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები