ბონში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია მიმდინარეობს

ბონში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კონფერენციის ფარგლებში Ad Hoc-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მურღულია მონაწილეობს. შეხვედრას 190-ზე მეტი კონვენციის მხარე- ქვეყნის დელეგაცია ესწრება.
Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც იგეგმება 2015 წლის ბოლოს პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე შეხვედრაზე (COP 21). საქართველოს, როგორც კონვენციის მხარეს, დიდი ინტერესი აქვს შეხვედრაზე განხილულ საკვანძო საკითხთან, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებაში განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტატუსების განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, ჩართულია გამართულ მოლაპარაკებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები