კახა კალაძე: ვგეგმავთ, რომ 2020 წლისთვის საერთოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა
ვგეგმავთ, რომ 2020 წლისთვის საერთოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს.
“თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იყო შესული, რის შედეგადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს ვახორციელებთ. ასევე ვგეგმავთ, რომ 2020 წლისთვის, საერთოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს”,- განაცხადა კახა კალაძემ.