დღეს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს საკითხზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს არ იზიარებს.
“17:00 საათზე გვაქვს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. უკვე ხვალ ფრაქციის ფორმატში შევიკრიბებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, პრეზიდენტის ვეტო უნდა დაიძლიოს და თან – რაც შეიძლება სწრაფად, რათა კანონი შევიდეს ძალაში, დროულად დამტკიცდეს ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე კი, ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის მეტად უზრუნველყოფაა”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.