ევროკავშირის პროექტის Investing In People-ის ფარგლებში დაარსებული ასოციაცია აჭარის რეგიონს ესტუმრება

31 აგვისტოს, 15:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ევროკავშირის პროექტის Investing in People-is ფარგლებში დაარსებული საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაციას გამართავს.

პროექტის და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიზანია საქართველოში ტრადიციული რეწვის სექტორის დასაქმება, დარგის შენარჩუნება-განვითარება და მისი ეკონომიკური ზრდის წყაროდ გარდაქმნა. ამ მიმართულებით, ტრადიციული რეწვის განვითარების საქმეში ასოციაცია აჭარის რეგიონის აქტიურ ჩართვას გეგმავს.

ასოციაციის მიზანია რეგიონული წარმომადგენლობების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმშიც, რაც, პირველ რიგში, რეგიონებში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების მეტ ჩართულობას, ერთიანი ქსელის ამოქმედებას, მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასოციაციის საქმიანობის ეფექტურობას შეუწყობს ხელს.

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. ის წარმატებით ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ წლების წინ დაწყებულ საქმიანობას, რითიც მუდმივად უწყობს ხელს ამ სფეროში მომუშავე ოსტატებს, ორგანიზაციებს, მათ შორის თანამშრომლობასა და ზოგადად სექტორის განვითარებას საქართველოში.

ასოციაციის შესახებ, პრეზენტაციაზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის საბჭოს წევრი და პროექტების კოორდინატორი ანა შანშიაშვილი და ორგანიზაციის წევრები ისაუბრებენ. ისინი საზოგადოებას ასოციაციის დაარსების წინაპირობას, სამომავლო გეგმებს გააცნობენ და მსურველებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ ასოციაციის მუშაობისა და შეთავაზებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები