კულტურის მინისტრი მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად , მუცოს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ძეგლის კონსერვაცია წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა, რაც მუცოს ნგრევის პროცესს იწვევდა. პრემიერ-მინისტრის ინიციტივით დაიწყო საქართველოს ძეგლთა რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი;
მუცოში სარესტავრაციო ჯგუფის ექსპედიცია რამდენიმე თვის წინ განახლდა. წლის ბოლომდე პირვანდელ სახეს 11 ცალკეული ნაგებობა დაიბრუნებს და 2015 წლის პროექტის მიხედვით, კომპლექსის ქვედა უბანი სრულად აღდგება.
დღეს მუცოს დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს: მუცოს კომპლექსში უკვე მეორე წელია გამართულია საექსპედიციო ბანაკი მშენებლებისთვის, სადაც სამუშაო წარმოებისთვის აუცილებელი პირობებია შექმნილი. სამუშაო პროცესი დილით ადრიანად იწყება, იმისთვის, რომ ხევსურეთის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 2015 წლის გეგმით განსაზღვული სამუშაო მიმდინარე წელსვე შესრულდეს და მუცოს ქვედა უბანი და მასში შემავალი 11 ნაგებობა ზამთრის დადგომამდე სრული სახით აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები