აშშ-ში სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ქარიშხალმა გადაუარა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ სიეტლს მიაყენა. ბოლო მონაცემებით, შტორმმა ორი ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემა, რის შედეგადაც 375 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დაზიანებულია სახლები, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები სიეტლში ამ წუთებშიც გრძელდება.