საერთაშორისო კრედიტორები უკრაინას 4 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალს ჩამოაწერენ

საერთაშორისო კერძო კრედიტორები უკრაინისთვის ვალების 20%-ის ჩამოწერას დათანხმდნენ. ვალის დარჩენილი ნაწილის გადახდა კი 2019 წლამდე იქნება გადავადებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ჩვენი მტრების მოლოდინი დეფოლტზე არ გამართლდება“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის ნატალია იარესკოს თქმით, საუბარია 19 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაციაზე. თავდაპირველად კიევი ვალის 40%-ის რესტრუქტურიზაციას ითხოვდა. კრედიტირები კი ვალის ძირითადი ნაწილის ჩამოწერაზე უარს აცხადებდნენ. საბოლოოდ კრედიტორები უკრაინის საგარეო ვალის 5%-ის ჩამოწერას დათანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები