ტაილანდის პოლიციამ ბანგკოკის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა

ტაილანდის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში 17 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტაილანდის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული უცხოელია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თურქეთის მოქალაქეა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მთლიანად ტერაქტის მომზადებაში 10-დე ადამიანი მონაწილეობდა. სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული კადრებით ეჭვმიტანილთა ფოტორობოტები შეიქმნა. ბანგკოკში 17 აგვისტოს მომხდარი აფეთქებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. დაღუპულთა შორის ჩინეთის, მალაიზიის და სინგაპურის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები