პარიზში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ

ევროკავშირის სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები პარიზში ტრანსპორტის, განსაკუთრებით კი რკინიგზის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ეს შეკრება ამსტერდამ-პარიზის მატარებელში მომხდარი სროლის შემდეგ დაიგეგმა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, საფრანგეთი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვს, კერძოდ კი საერთაშორისო მატარებლებში მეტალოდეტექტორების დაყენების საკითხს.
გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება მოითხოვს შეიარაღებული დაცვის რაოდენობის გაზრდას და საეჭვო პირების გადადგილების შესახებ ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესებას. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ მგზავრებზე კონტროლის გამკაცრება მათი სატრანსპორტი მიმოსვლის შენელებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Thalys-ის მატარებელში შეიარაღებულმა პირმა 21 აგვისტოს სროლა ატეხა. ის წარმოშობით მაროკოელი აიუბ კაზანი იყო. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ტეტორისტი თავად მგზავრებმა განაიარაღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები