ჩინეთში 15 ტონა გოგირდმჟავით დატვირთული სატვირთო ამობრუნდა – არის მსხვერპლი
სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 15 ტონა გოგირდმჟავა გადაჰქონდა, ჩინეთის ქალაქ ცზენდეში ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაიღუპნენ. გოგირდმჟავა გზასთან მდებარე ფერმის ტერიტორიაზე დაიქცა. ამჟამად აქ მაშველები, მეხანძრეები და ეკოლოგები მუშაობენ. ისინი სახიფათო ნოვთიერების გასანეიტრალებლად ქიმიურ შენაერთებს იყენებენ. ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ნიადაგის და წყლის მდგომარეობას აკონტროლებენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარია სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამო მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამობრუნდა. მიმდინარეობს შემთხვევის დეტალების დადგენა.