ჩადში “ბოკო ჰარამის” 10 “ბოევიკს” სიკვდლით დასჯა მიუსაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ 10 ბოევიკს ჩადში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჩადში 2015 წლის ივლისში ტერორიზმისთვის სიკვდილით დასჯა აღადგინეს, თუმცა მანამდე ეს სასჯელი გაუქმებული იყო.
ჩადი არაერთხელ გამხდარა „ბოკო ჰარამის“ ბოიევიკების თავდასხმის ობიექტი და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობს. „ბოკო ჰარამი“ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. მისი მთავარი მიზანია შარიათის კანონების დაწესება და დასავლური ცხოვრების წესთან ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები