ქურთმა მოხალისეებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოსგან“ შვიდი სოფელი გაათავისუფლეს

ქურთმა მოხალისეებმა რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში შვიდი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევითი ოპერაციები ქურთებმა კოალიციის ავიაციის დახმარებით განახორციელეს. ბოლო დროს ავიაციამ „ბოევიკების“ პოზიციები 25-ჯერ დაბომბა. ერაყში კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა. „ისლამური სახელმწიფოს“ ქვედანაყოფები სამთავრობო ძალებზე ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ისლამისტებმა საბრძოლო გამოცდილება სირიის ტერიტორიაზე შეიძინეს, სადაც სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები