ეგვიპტეში სამ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

ტელეკომპანია: “ალ-ჯაზირას“ სამ ჟურნალისტს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის კაიროს სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სასამართლომ ეს ვერდიქტი საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ გამოიტანა.
მიმდინარე წლის ივნისში ალ-ჯაზირას სამ თანაშრომელს – ავსტრალიის მოქალაქე პიტერ გრისტს, ასევე არხის კაიროს ბიურის ხელმძღვანელ – კანადის მოქალაქეს მუჰამედ ფაჰმის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო არხის პროდიუსერს – ბაჰერ მუჰამედს – 10 წელი. სასამართლომ ისინი ეგვიპტეში აკრძალულ ორგანიზაცია „ძმები-მუსულმანებთან“ კავშირში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები