იოსიფ კობზონი აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მოითხოვს

ცნობილი რუსი მომღერლის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის იოსიფ კობზონის აზრით, რუსეთმა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს, რათა „ამერიკელები მიხვდნენ, რომ ჩვენთან ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება“.
კობზონმა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოსთვის ამერიკულ ვიზაზე უარს „სულელური სანქციები“ უწოდა. იოსიფ კობზონის აზრით, აშშ-სა და რუსეთს შორის აუცილებელი კონტაქტები საკონსულო ჯგუფების დონეზე სრულიად საკმარისია. თავად კობზონს აშშ-ში შესვლა მასზე დადებული სანქციების გამო აკრძალულია აქვს.
ამასთან, მომღერალს და დეპუტატს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ვიზა მისცეს, სადაც ის სამკურნალოდ უნდა გაემგზავროს.
ვალენტინა მატვიენკოს აგვისტოს ბოლოს რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ნიუ-იორკში საპარლამენტაშორისი კავშირის სესიაში მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ მას აშშ-ს ვიზა არ მისცეს. ამის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ სრული შემადგენლობით შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები