ჯონ კერი სერგეი ლავროვს ხვდება

     აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდება. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, მხარეები უკრაინის კრიზისზე მსჯელობენ.
“ბევრ საკითხზე მოგვიწევს საუბარი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. იმედია, შევძლებთ და ვიპოვით გზებს, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება”, – განაცხადა ჯონ კერიმ შეხვედრის დაწყებამდე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ბევრი დრო დაიკარგა.
ლავროვთან შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს შეხვდა. “გვინდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთმანეთს დაელაპარაკონ და თუ ეს არ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება”, – აღნიშნა დევიდ ქემერონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები