თურქეთში მომხდარი სროლის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა

სამი ადამიანი, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაიღუპა თურქ სამხედროებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად.
შეტაკება შირნაკის პროვინციაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებულმა ქურთმა „ბოევიკებმა“ ქალაქ ჯიზრის გარნიზონში განთავსებულ ჯარისკაცებზე თავდასხმა მოაწყეს.ოთხი სამხედრო „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად დაიჭრა.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ქალაქ სურუჩში მომხდარ ტერაქტს 32 ადამიანი შეეწირა. ამის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთთა მუშათა პარტიაზე იერიში მიიტანეს. საპასუხოდ ქურთებმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმები დაიწყეს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ქურთი „ბოევიკების“ მსხვერპლი 60 პოლიციელი, სამხედრო და სამოქალაქო პირი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები