თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა

    ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში ავარია მოხდა. “იუ-ეს ეარვეისის” კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს დაშვების შემდეგ წინა შასი დაუზიანდა, რის გამოც თვითფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე საათით დაიხურა ასაფრენი ბილიკი, მგზავრების გამოყვანა კი გასაბერი ტრაპების მეშვეობით მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები