რეზო კეზელის გამოფენა „კაცი აკორდეონით“ გაიმართება

30 აგვისტოს, 19:00 საათზე, „თიბისი ბანკი“ და „თბილისის ფოტო ფესტივალი 2015“ ბათუმის თიბისი გალერეაში რეზო კეზელის გამოფენას „კაცი აკორდეონით“ გამართავს.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტოგრაფის შემთხვევით გადარჩენილ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს.
ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა.
რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში თბილისის დამთვალიერებელმა თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ნახა. გამოფენა „კაცი აკორდეონით“ „ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები