სტოლტენბერგი ლიპარტელიანებს: მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს თქვენი ქალიშვილის შესახებ – ფოტოკოლაჟი

„მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით“, – ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს.

პრემიერ- მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახის წევრებს შეხვდა.

“მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის. “პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

11896048_908482082576202_8583933557732901951_n 11924913_908481915909552_266912116921998701_n 11928741_908481919242885_7928389226754922417_n 11947670_908482085909535_2468489705981931199_n 11949480_908482022576208_2351167875995872762_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები