თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი 14 სექტემბერს დაიწყება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სრული მზადყოფნაა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
2015-2016 სააღმზრდელო წლის განმავლობაში, დასრულდება რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, ასევე, არსებული ბაღების აუთვისებელ ფართებში დამატებითი ჯგუფები მოეწყობა, რის შედეგადაც ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვების ნაწილს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები