გოგა ჩანადირი: ბათუმის ბულვარში ევროპული ტიპის ნაგვის ყუთებს შეხვდებით
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ევროპული ტიპის ნაგვის ყუთებს შეხვდებით, რომელიც ნარჩენების დახარისხებას ხელს უწყობს. ერთდროულად დგას პოლიეთილენის, მინისა და ქაღალდის ყუთები, – ამის შესახებ გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ფოტოხელოვანი ფაქტს მიესალმება.
“ბათუმის ბულვარის ქუჩებში ევროპული ტიპის ნაგვის ყუთებს შეხვდებით, რომელიც ნარჩენების დახარისხებას ხელს უწყობს. ერთდროულად დგას პოლიეთილენის, მინისა და ქაღალდის ყუთები. მართალია, ნარჩნების ნაწილი ჯერ კიდევ არ ახარისხებს და მინისაში პოლიეთილენს ყრის, მაგრამ საქმე მაინც დადებით მოვლენასთან გვაქვს. კერძოდ, მოქალაქეების ნაწილი ნელ-ნელა ეჩვევა ნაგვის ყუთში ჩაყრას, ნაწილი დახარისხებაზე ფიქრს და როგორც ჩანს, მთელი საქართველო თუ არა, აჭარა მაინც, თანამედროვე სახის ნაგავსაყრელისა და ნაგავგადასამუშავებელი საწარმოს შექმნას აპირებს. თვალსაც უხარია, გულსაც და კიდევ, ვისურვებდი, რომ ყუთებზე შუშის ნაცვლად მინა დაწერილიყო“, – წერს გოგა ჩანადირი.