“გოგონა ჯემით“ – ნინო ჩაკვეტაძის საჩუქარი ჯეიმს აპატურაის

ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად, საქართველოს სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც სტუმრობს.

გადატვირთული განრიგის მიუხედავად, აპატურაი გუშინ გვიან ღამით ქართველ მხატვარს, ნინო ჩაკვეტაძეს ესტუმრა. ეს იყო ჩაკვეტაძისა და აპატურაის შეხვედრის პირველი შემთხვევა, რომელიც „მოამბის“ კორესპოდენტის, ქეთი ქარდავას ინიციტივით შედგა.

ჩაკვეტაძემ ჯეიმს აპატურაის საჩუქარად გადასცა ნახატი „გოგონა ჯემით“, რომელიც გენმდივნის მოადგილის სახლში დაიდებს ბინას. ნინო ჩაკვეტაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევარიც აპატურაის პირად კოლექციაში მოხვდა. გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი გვიანობამდე გალერეაში იმყოფებოდა, დაინტერესდა ყველა ნახატის ისტორიით და მხატვარს დაჰპირდა, რომ მას პოპულარიზაციას გაუწევს ნატო-ში და აუცილებლად ეწვევა გალერეას შემდეგ ჩამოსვლაზეც.

გალერეიდან გამოსვლის შემდეგ, ჯეიმს აპატურაიამ შთაბეჭდილებები საკუთარ მეგობრებს „ფეისბუქზეც“ გაუზიარა, რომელსაც გალერეაში გადაღებული ფოტოც დაურთო.

„მე დიდი ხანია ვეტრფი მის ნამუშევრებს. მე სახლში ნინო ჩაკვეტაძის კალენდარიც კი მაქვს. ამიტომ, ძალიან მოხარული ვიყავი და სიურპრიზიც იყო ჩემთვის, რომ ქართველ მხატვარს აქ გალერეაში, მის ოჯახში შევხვედროდი. მეამაყება რომ ეს ნამუშევარი მიმაქვს და დავკიდებ ჩემს სახლში. ეს იქნება ქართველი მხატვრის პირველი ნამუშევარი. თუმცა როგორც იცით, მეგობრობა საქართველოსთან დიდი ხანია მაკავშირებს. დიდი მადლობა“, – ამბობს ჯეიმს აპატურაი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები