რუსთავის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ორ კვირაზე მეტია 12-მდე პატიმარი შიმშილობს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, მსჯავრდებულები სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ან გასაღებისთვის იხდიან.
პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც მათი საქმეების ხელახლა გადახედვაზე სახელმწიფოსგან უარი მიიღეს.
როგორც პატიმრები აცხადებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები