თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია “თელასის” ინფორმაცით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის, ქაიროს, წულაძის, ნადარეიშვილის და ენუქიძის ქუჩების, მირზაანის, ბუგეულის, დარკვეთის, ჟღენტის, ლისაშვილის, ზეკარის, სვირის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის, კიშინოვის, მაჩხაანის, თოდრიას, ჯავის, ლუბოვსკის, ხერთვისის, სამღერეთის, ორბეთის, წერონისის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, ზედამზის, ნაქალაქევის და გარეჯის ქუჩების მცხოვრებლებს.
დღესვე, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენეროენერგია შეეზღუდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ცაბაძის და გორის ქუჩებს, ლამის, პისარევის, ჭავჭავაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გარდა ამისა, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია ახალუბნის, კვალეთის, გედევანიშვილის, ფშავის, რუისპირის, ოძისის, რაზიკაშვილის, გუმბრის, საინგილოს, კაიშაურის და შაქრიანის ქუჩების მცხოვრებლებს შეუწყდება. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს, ხოლო 10:00-დან 17:00 საათამდე _ ვერეს დაღმართის, სოლოლაკის ხევის, საქანელას, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჭონქაძის, ლეონიძისა და ბათუ კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ყაზბეგის გამზირის და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს შეუწყდება, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე _ გლდანის მასივის III (ნაწილობრივ), IV (ნაწილობრივ) მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.