ხვალ, თბილისში ღვთისმშობლის ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ დააბრძანებენ

ხვალ, თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე) დააბრძანებენ.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დაწერილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ 27 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქ. თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები