ურეკში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა

დაბა ურეკში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, კონცერტი გაიმართა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზაფხულო ბანაკში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „გურიას“ ბენეფიციარები ისვენებენ. მათთან ერთად ბანაკში სტუმრად იმყოფებიან გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ 20 ბენეფიციარი.
chanu3

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:  ქორეოგრაფიული ანსამბლი “ზენაარი,” მგალობელთა გუნდი „შემოქმედი“ და ინდივიდუალური შემსრულებლები.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან. ეს ბავშვები ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათ შევუქმნათ იდეალური გარემო სრულყოფილი თანაცხოვრებისთვის“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
chanu

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები