თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის და სამგორის რაიონებში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის, ქაიროს, წულაძის, ნადარეიშვილის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალუბნის, კვალეთის, გედევანიშვილის, ფშავის, რუისპირის, ოძისის, რაზიკაშვილის, გუმბრის, საინგილოს, კაიშაურის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზაანის, ბუგეულის, დარკვეთის, ჟღენტის, ლისაშვილის, ზეკარის, სვირის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის, კიშინოვის, მაჩხაანის, თოდრიას, ჯავის, ლუბოვსკის, ხერთვისის, სამღერეთის, ორბეთის, წერონისის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, ზედამზის, ნაქალაქევის და გარეჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, სოლოლაკის ხევის, საქანელას, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჭონქაძის, ლეონიძის და ბათუ კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III (ნაწილობრივ), IV (ნაწილობრივ) მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ცაბაძის და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, პისარევის, ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები