„ალი და ნინოს“ ავტორი მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ იყო

„ალი და ნინოს“ ავტორი თამარ კვესიტაძე დღეს ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. როგორც კვესიტაძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან ამ თემაზე ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტულად არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის დროს შეთავაზებული ადგილი მისთვის მიუღებელი იყო. “რამდენიმე თვის წინ სატელეფონო საუბრისას შემომთავაზეს სხვაგან გადატანა, მითხრეს, რომ იქნებოდა ისევ ბულვარში, ოღონდ ეშმაკის ბორბალის გვერდით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი. მაშინ მითხრეს, რომ ამ ადგილას არსებობდა საფრთხე – კერძოდ ქანდაკებას წყალი საძირკველს გამოაცლიდა, ამიტომ ჩემი პოზიცია იყო ასეთი – თუ კი ის ადგილი საშიშია და შესაძლოა ქანდაკება წყალმა წაიღოს, უკეთესია, რომ გადაიტანონ. ოღონდ არა ეშმაკის ბორბალთან,“ – განაცხადა თამარ კვესიტაძემ. მონუმენტის ავტორის თქმით 5 ივლისს გამოცხადებული ტენდერის შესახებ მან არაფერი იცოდა. მისთვის შესაბამის უწყებებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები