ბაზარზე ლარის კურსი გამყარდა

ბაზარზე ეროვნული ვალუტის კურსი გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით გამყარდა. commersant.ge წერს, რომ ამ მომენტისთვის ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2,38 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2,34–ად. შეგახსენებთ, რომ გუშინ და ასევე დღეს დილით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,45–ს აღწევდა.
ლარის კურსი გაიზარდა კომერციულ ბანკებშიც, სადაც 1 დოლარის ღირებულება 2.37-დან 2.43 ლარამდე მერყეობს. გუშინ ბანკებში დოლარის გასაყიდმა ფასმა 2,47–საც კი მიაღწია.
ეროვნული ვალუტის კურსმა გუშინ მორიგი მკვეთრი ვარდნა განიცადა. დღევანდელი ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი დოლარის ღირებულება 2.4161 ლარია.
ლარის მკვეთრი გაუარესება მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო. ექსპერტების ნაწილმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ლარი უახლოეს დღეებში აუცილებლად დასტაბილურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები