ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოს 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა 182 მილიარდი დოლარი დაკარგა

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოს 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა 182 მილიარდი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტად ცნობილი ამერიკელი მაგნატი უორენ ბაფეტი დაზარალდა. მისი ქონება 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Bloomberg-ის მონაცემებით, საფონდო ბირჟების არასტაბულურობის გამო, მსოფლიოს 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ერთ კვირაში 182 მილიარდი დოლარი დაკარგა.
საერთო ჯამში მსოფლიო მილიარდელთა ქონება 6,3 %-ით შემცირდა. მხოლოდ 21 აგვისტოს მილიარდელებმა 76 მილიადი დოლარი იზარალეს.
International Business Times-ის ინფორმაციით, ორშაბათს ჩინეთის საფონდო ბირჟის 8,5 პროცენტით ვარდნის გამო, მსოფლიოს 400-მა მდიდარმა ადამიანმა, საერთო ჯამში, 124 მილიარდი დოლარი დაკარგა.
გამოცემის ცნობით, „შავ ორშაბათს“ მხოლოდ ჩინელი მილიარდერების დანაკარგმა 14 მილიარდი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები