„როდესაც ლარმა დასტაბილურება დაიწყო, მაშინვე დაიწყო არაჯანსაღი საუბარი ეროვნულ ვალუტაზე“

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ყველა მცირე ქვეყანაში სადაც ეკონომიკა ფეხს იდგამს, ეროვნული ვალუტა საკმაოდ მგრძნობიარეა პროპაგანდის მიმართ.

„უკვე სამი წელიწადია მიმდინარეობს ლარის შესახებ ძალიან არაჯანსაღი საუბარი. ყოველი შემოდგომისას იწყება ხოლმე საუბარი, რომ მოვა ნოემბერი-დეკემბერი და ლარი დევალვაციას განიცდის. ყველა მცირე ქვეყნანაში, სადაც ეკონომიკა ფეხს იდგამს იქ ეროვნული ვალუტა საკმაოდ მგრძნობიარეა ასეთი პროპაგანდის მიმართ. გარკვეული ქარტეხილები იყო, როდესაც ლარის კურსმა მიაღწია თავის აპოგეას, ძალიან სწრაფად იცვლებოდა ზამთრის განმავლობაში. თანდათან დასტაბილურდა და ახლაც ანალოგიურად ხდება პროპაგანდა. ამის გარდა არის მთელი რიგი საგარეო ფაქტორებიც რომელიც უწყობს ხელის ლარის გაუფასურებას. დევალვაცია ხდება ასეთი სპეკულაციური გამონათქვამებითა და აჟიოტაჟებით“, – განაცხადა თოქმაზიშვილმა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებით ძალიან შემცირდა იმპორტი ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ფულის გადინება შემცირდა, ამ შემთხვევაში ექსპორტი და იმპორტი დაუხალოვდა ერთმანეთს და რაც ლარის კურსს ამყარებს.

„გარდა ამისა, ორი ძლიერი ინსტუტუტი, რომელიც ზემოქმედებს კურსზე ესაა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები. სახელმწიფო ფინანსების მხრივ ხელისუფლება ცდოლობს იგი შეზღუდოს, შეამციროს და არ დახარჯოს, რაც გარკვეულ წილად პოზიტიურია, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული ბანკი ატარებს დამაბალანსებელ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ერთის მხირვ იმფლანცია არ გაიზარდოს, მეორეს მხრივ ეკონომიკა არ დაეცეს ძალიან, ყოველივე აქედან გამომდინარე ეს სამი ფაქტორი ერთმანეთთან უნდა იყოს შეხამებული“, – აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, როდესაც იწყება საუბარი, რომ ეროვნული ვალუტა შესაძლოა გაუფასურდეს, ბიზნეს სუბიექტები ცდილობენ მათი დანაზოგი დოლარში გადაიტანონ.

„აქ მოქმედებს ბრბოს პრინციპი, როცა ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, იმისათის, რომ თავი დაიზღვიონ ამ გაუფასურებისგან გარკვეული ბიზნეს სუბიექტები ცდილობენ, რომ თავისი დანაზოგი რომელიც ბანკში აქვთ დოლარში გადაიტანონ. ამის შიში როცა იქმნება ზეწოლაც იზრდება და ეს ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს“, – განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები