ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,435 დან 2.45 ლარამდე მერყეობს
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, 1 აშშ დოლარი 2,3640 ლარი იყო. თუმცა, გაცილებით მაღალი მაჩვენებელია კომერციულ ბანკებში. TBC ბანკი 1 აშს დოლარს 2.44 ლარად ყიდის. ასეთივე კურსია საქართველოს ბანკში, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 45 თეთრია საჭირო ფინკა ბანკში. რამდენიმე წუთის წინ კი VTB ბანკში 1 აშშ დოლარი უკვე 2.47 ლარი გახდა.
ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი ევროს შეძენა 2.7162 ლარად არის შესაძლებელი. კომერციულ ბანკებში კი 1 ევრო 2.83 ლარზე მეტია.