დედაქალაქის მერიაში პროექტის „სითი ფორუმი – ერთად ვიზრუნოთ თბილისზე” შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში პროექტის „სითი ფორუმი – ერთად ვიზრუნოთ თბილისზე” სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროსი კახაბერ გვანცელაძე და მოსახლეობიდან შემოსული ინოვაციური წინადადებების შერჩევის სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, განიხილეს ის ინოვაციური იდეები, რომლებიც ფონდმა გასული 6 თვის განნმავლობაში მოსახლეობისგან მიიღო.

მათივე ცნობით, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შემოსული წინადადებებიდან კომისია შეარჩევს ათ საუკეთესო პროექტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მოქალაქეები არიან ჩართულები და მათ წარმოადგინეს მათთვის საინტერესო და ინოვაციური პროექტები, რომელიც ქალაქს ნამდვილად სჭირდება. კომისია მუშაობის შედეგად შეარჩევს ათ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. ეს აისახება მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში, რათა ისინი დავნერგოთ ქალაქში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„სითი ფორუმი“ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თბილისის მოსახლეობის აქტიურ ჩართვას დედაქალაქის მმართველობაში. „სითი ფორუმის“ ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური იდეებისა და კრეატიული წინადადებების მიწოდება ხორციელდება სპეციალურად დამზადებული ბუკლეტებისა და ონლაინ აპლიკაციების მეშვეობით. აღნიშნული პროექტით თბილისის მერია და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქალაქის საჭიროებების განსაზღვრასა და განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები