გიორგი კვირიკაშვილი: ვალუტის გაუფასურების მიზეზები ქვეყნის შიგნით არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ვალუტის გაუფასურების მიზეზები ქვეყნის შიგნით არ არსებობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მზად არის, რომ საბიუჯეტო კომპონენტები გადაიხედოს.
“იმ სიტუაციაში, რაც ახლა ჩვენთან არსებობს, ძალიან დიდია აჟიოტაჟური კომპონენტი. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მთავრობა მზად არის, რომ საბიუჯეტო კომპონენტები გადაიხედოს.
ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. აქ შეიძლება იყოს ბიუჯეტის შეკვეცის კომპონენტებიც, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, ალბათ, უფრო მეტი აქტიური ჩარევა, იმიტომ, რომ ჩვენ ფუნდამენტურად შიდაპრობლემები მოწესრიგებული გვაქვს და გაუფასურების შემდგომი მიზეზები ქვეყნის შიგნით არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები