ნინო გვენეტაძე „რუსთავი 2“-ზე: ვისურვებდი, რომ ეს საქმე მიუკერძოებლობის მაგალითი იყოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის სამი მოსამართლის შემადგენლობით საქმის განხილვის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პრეცედენტი არ არის, როდესაც კოლეგიალური შემადგენლობით ხდება სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა.
როგორც გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას გვენეტაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას თავადაც ელის. მისივე თქმით, ისურვებდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების მაგალითი იყოს.
„ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ ამ პროცესს. თქვენთან ერთად, მეც ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით. მესმის ემოციები, განწყობები, მაგრამ სასამართლო ვალდებულია, იყოს გაწონასწორებული, მშვიდი და სამართლიანობის დამცველი“, – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები